ანტი-ვირუსი

antivirus
თანამედროვე ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა ძირითადად განკუთვნილია Windows-ის ოპერაციული სისტემისათვის, ეს იმით არის განპირობებული რომ ეს პლათფორმა არის ერთერთი ყველაზე პოპულარული და ამიტომ განსაკუთრებით ამ პლათმორმისათვის იქმნება დიდი რაოდენობით ვირუსები და მავნე პროგრამები, მაგრამ დღესდღეობით უკვე გამოდის ანტივირუსები სხვა პლათმორმებისათვის როგორიცაა Linux და Mac OS X, რადგან ამ სისტემებისათვისაც დაიწყეს ვირუსების გავრცელება.
გარდა კომპიუტერების და ლეპტოპების ანტივირუსებისა არსებობს ასევე სხვა მობილური მოწყობილობების დაცვის საშუალებები, სხვადასხვა პლატფორმებისათვის Windows Mobile, Symbian, iOS, BlackBerry, Android რადგან ისინიც აღმოჩნდნენ ვირუსის ინფიცირების რისკის ქვეშ.
ამდაგვრად ანტივირუსების კლასიფიცირება ხდება ოპერაციული სისტემების მიხედვით:
• ანტივირუსული პროგრამები რომლებიც განკუთვნილია Microsoft Windows-ის ოპერაციული სისტემებისათვის.
• ანტივირუსული პროგრამები რომლებიც განკუთვნილია UNIX-ის პლატფომისათვის (ამაში შედის, Linux, Mac OS, BSD და სხვა ოპერაციული სისტემები )
• ანტივირუსული პროგრამები რომლებიც განკუთვნილია მობილური მოწყობილობების პლატფორმებისათვის (Windows Mobile, Symbian, iOS, BlackBerry, Android)
რა არის ანტი-ვირუსი?
ანტივირუსი არის პროგრამული უზრუნველყოფა რომლის ძირითადი მიზანია დროულად აღმოაჩინოს, აღკვეთოს და წაშალოს ვირუსების, მავნე პროგრამების და სხვადასხვა ინტერნეტ საშიშროებებს გავრცელება კომპიუტერულ სისტემაზე.ანტივირუსების ტექნოლოგია იყოფა ორ ნაწილად:
1. ვირუსების აღმოჩენა სიგნატურების ანალიზის მიხედვით
2. ვირუსების აღმოჩენა ალბათობის ანალიზის მიხედვით
ვირუსების აღმოჩენა სიგნატურების ანალიზის მიხედვით
სიგნატურების ანალიზი არის ყველაზე გავრცელებული მეთოდი რომელიც გამოიყენება თითქმის ყველა ანტივირუსში. ვირუსებზე შემოწმებისათვის ანტივირუს ესაჭიროება ვირუსების ე.წ. სიგნატურები (ანაბეჭდი) , რომლებიც ინახება ანტივირუსის ბაზაში.
ანტივირუსის  მწარმოებელ ყველა კომპანიას გააჩნია თავისი ლაბორატორიები, სადაც მათი ექსპერტები 24 საათის განმავლობაში აანალიზებენ ახალი ვირუსების და მავნე პროგრამების კოდებს და ქმნიან მათ შესაბამის „ანაბეჭდებს“,შემდგომ ანთავსებენ მათ თავიანთ სერვერებზე, რომლებსაც მომხმარებლის კომპიუტერზე დაინსტალირებული ანტივირუსი ტვირთავს ინტერნეტის მეშვეობით და ინახავს თავის ბაზაში. ფაილის სკანირებისას ანტივირუსი ადარებს მას არსებულ ვირუსების ბაზას და დამთხვევის შემთხვევაში ფაილს ვირუსად აღიქვამს და ახდენს მის განეიტრალებას. აქედან გამომდინარე  რაც უფრო ხშირად განახლებადია ანტივირუსული ბაზა, მით უფრო მცირეა კომპიუტერის ინფიცირების შანსი ახალი ვირუსებით.
ვირუსების აღმოჩენა ალბათობის ანალიზის მიხედვით
ეს მეთოდი კიდევ იყოფა ორ ნაწილად ევრისტიკულ (პროაქტიულ) და ქცევის ანალიზის მეთოდებზე.
ევრისტიკული ანალიზი – არის ტექნოლოგია რომელიც დაფუძნებულია ალბათობის ალგრითმებზე, რის შედეგადაც ხდება საეჭვო ობიექტების აღმოჩენა და გამოიყენება იმისთვის რომ კომპიუტერი არ დავირუსდეს სანამ ახალი ანაბეჭდები მომხმარებლის ანტივირუსის ბაზამდე მიაღწევს. ევრისტიკული ანალიზის პროცესში მოწმდება ფაილის სტრუქტურა და მისი შესაბამისობა ვირუსულ შაბლონებთან, ან უყვე ცნობილი ვირუსების მოდიფიცირებულ სახეებთან და კომბიანციებთან.ამ ტექნოლოგია არ შეუძლია 100% დაადგინოს ვირუსის არსებობა და როგორც ყველა ალბათობის მექანიზმს შესაძლებელია მცდარი შედეგი მოყვეს.
ქცევის ანალიზის მეთოდი – არის ტექნოლოგია რომელიც აანალიზებს ფაილს ან პროგრამას მისი კომპიუტერში განხორცილებელი ოპერაციის მიხედვით, მაგრამ ვირუსებისთვის დამახასიატებელი ბევრი მოქმედება შეიძლება ასევე განხორციელებყულ იქნას ჩვეულებრივი პროგრამების მიერ, ასე რომ ეს მეთოდიც არ იძლევა 100% დაცვას.
ქცევის ანალიზის  შემთხვევაში უძლურია ტრადიციული, ვირუსების ბაზაზე დაყრდნობილი სკანირების მეთოდი, შედეგად იგი ვერ გებულობს ახალია თუ ძველი ვირუსი , მაგრამ კომპიუტერი ბოლომდე დაუცველი მაინც არ რჩება, ის ყველა საეჭვო პროგრამის მოქმედებას აანალიზებს რეალურ დროში და ვინაიდან არ შეუძლია მკურნალობა ან წაშლა, ბლოკავს საეჭვო პროგრამებს თუ ფაილებს.
ყალბი და თაღლითური ანტივირუსები
2009 წლიდან გავრცელდა ე.წ ”ყალბი” ანტივირუსები – პროგრამული უზრუნველყოფა რომელსაც რეალურად არ გააჩნდა ანტივირუსის ფუნქციები, მაგრამ ვიზუალურად ქგავდა მას. მათი ძირითადი მიზანი იყო თაღლითური გზით ფულის გამოძალვა, ვითომდა კომპიუტერის ვირუსებისგან გასაწმენდად. ყალბი-ანტივირუსი ავტომატურად ინსტალირდებოდა მომხმარებლის კომპიუტერზე და ასკანირებდა მას, რის შემდეგაც სხთავაზობდა ვითომცდა აღმოჩენილი  ვირუსების წაშლას პროგრამის გააქტიურების გზით, მომხარებელს უნდა გაეგზავნა სმს კონკრეტულ ნომერზე და მიეღო გააქტიურების კოდი, ამავე დროს მომხმარებელს არ ჰქონდა საშუალება დაუხეურა ან გაეთიშა ყალბი ანტივირუსის პროგრამა. გარდა ფულის გამოძალვისა ყალბ-ანტივირუსებს ჰქონდათ სხვა მავნე ფუნქციებიც, როგორიც ახასიათებთ სხვა ვირუსებს.
ამიტომ ყურადღება მიაქციეთ რომელი კომპანიის ანტივირუსს აინსტალირებთ თქვენს კომპიუტერზე და რომელი ვებ-გვერდინან იწერთ მას, რადგან მსგავსი ტყუილი ანტივურუსების გავრცელება ხდებოდა ელექტრონული ფოსტით მიღებული საეჭვო წერილებისა და  საეჭვო ვებ გვერდების მეშვეობით , რომლებიც სთავაზობდნენ უფასო ანტივირუსს.
About these ads
    • GeorgianBoyR
    • June 20th, 2012

    კარგია. ანალიზი მომეწონა. თუ გინდა, პმ მომწერე და მეც დაგეხმარები მსგავსი პოსტების წერაში!

    • genslover
    • July 22nd, 2012

    am speroshi ar verkvevi, magram es posti mexmareba garkvevashi :D

  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

IT უსაფრთხოება

იგრძენი თავი დაცულად

Eugene's Blog - Russian - Russia - eugene.kaspersky.ru

Евгений Касперский о приятном, интересном и наболевшем

*Abraham Thinkin'*

Fascinating Knowledge of Questionable Value

Jetpack for WordPress

A super-plugin that brings dozens of cool enhancements to your blog

Nato Last Station

First Secretary General of NATO, Ismay said purpose of the alliance: "To keep the Russians out, the Americans in, and the Germans down!"

out13side

პანდას ბლოგი

WordPress.com VIP

Enterprise WordPress Hosting, Support, and Services

Automattic

Making it easy

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

კანიბალი კარამელკას ბლოგი

მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Phantom

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad." and the world is really and truly mad...

Justin Cooney

Web Development Tips and Examples

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,851 other followers

%d bloggers like this: